ქარელისა და გორის სოფლები დაისეტყვა

ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტების სოფლები დაისეტყვა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის გამგეობებში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს დაითვლის.

კომისიის მუშაობაში აქტიურად არიან ჩართული სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც სეტყვის შედეგად დაზიანებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს ადგილზე ეცნობიან და მოსახლეობას რეკომენდაციებს უწევენ.