სახელმწიფო ქონების გაყიდვის შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტში 115 600 000 ლარზე მეტი შევიდა

მიმდინარე წელს სახელმწიფო ქონების გაყიდვის შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტში 115 600 000 ლარზე მეტის მობილიზება მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, სახელმწიფოს საკუთრებიდან კერძო სექტორში გადავა და ეკონომიკურ აქტივობაში ჩაერთვება 988 ქონება, ხოლო გაყიდულ ობიექტებზე მოსალოდნელი ინვესტიციის ოდენობა 68 000 000 ლარს აჭარბებს.