”საზოგადოება და ბანკები” მომხმარებელს ახალ სერვისს სთავაზობს

ამოქმედდა არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ოფიციალური ვებგვერდი - www.sab.ge, სადაც მომხმარებლებს საშუალება აქვთ, მიიღონ სასარგებლო ინფორმაცია საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ.

საიტზე შეგიძლიათ გაეცნოთ ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევებს სხვადასხვა საბანკო და ეკონომიკურ თემებზე. ვებგვერდზე განთავსებული ბანკომეტრი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, არგუმენტირებული და კომპეტენტური დასკვნების საფუძველზე შეამოწმოს საზოგადოებაში გავრცელებული აქტუალური საბანკო-საფინანსო, თუ ეკონომიკური ინფორმაცია. ასევე, დაადგინოს, მცდარია თუ მართალი ესა თუ ის მოსაზრება სპეციალური შკალის მიხედვით.

როგორც ”საზოგადოებასა და ბანკებში” აცხადებენ, სასარგებლო ინფორმაციასთან ერთად, საიტზე განთავსებულია ორგანიზაციის მიმდინარე და განხორციელებული პროექტები. ვებგვერდის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ”საზოგადოება და ბანკების” საკონსულტაციო ცენტრს და მიიღოთ ონლაინ დახმარება.