skydiving - საპარაშუტო სიმულიატორი თბილისში - იდეა მერს

თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება გრძელდება.

ამ ეტაპზე ვებგვერდზე 330 მიმდინარე, 251 დაბლოკილი, 466 არშემდგარი იდეა ფიქსირდება. 13 იდეა განხილვის პროცესშია, ორი უკვე შეთანხმებული, 1 კი უარყოფილია. „ბიზნესპრესნიუსი“ მიმდინარე განცხადებებიდან ერთ-ერთს გთავაზობთ, რომელიც ქალაქში skydiving - საპარაშუტო სიმულიატორის შექმნას გულისხმობს. „აღნიშნული პროექტი წარმოადგენს სპორტულ-გასართობ საპარაშუტო სიმულიატორს. რომელიც მომხმარებელს მიცემს საშუალებას, შეიგრძნოს ჰაერში ფრენის განცდა. ამიერკავკასიასში არ არსებობს ასეთი ტიპის სპორტულ-გასართობი კომპლექსი.

დაახლოებით, 8 წლის წინ ასეთ პროექტზე ვმუშაობდი თბილისის საავიაციო უნივერსიტეტის, აეროდინამიკის კათედრის თანამშრომლებთან ერთად, თუმცა, თანხების უქონლობის გამო ვერ განხორციელდა. ასეთი ტიპის კომპლექსის გახსნა ტურისტებს საშუალებას მისცემს, უფრო დაბალ ფასში მიიღონ აღნიშნული მომსახურება, ვიდრე ეს სხვა ქვეყნებშია,“- ნათქვამია მოქალაქის განცხადებაში. აღნიშნულ იდეაზე ხმის მიცემის ვადა 23 თებერვლამდეა.

თაია არდოტელი
Zip Line სატელევიზიო ანძაზე - მოქალაქის იდეა მერს