რა უნდა იცოდეთ გუდაურში დასვენებისას (+რუკა)

სათხილამურო კურორტ გუდაურში ზამთრის სეზონი 15 დეკემბრიდან გაიხსნა, რომელიც გუდაურის 30 წლის იუბილეს დაემთხვა.

საქართველოს მთის კურორტები გუდაურის რუკას აქვეყნებს, სადაც დეტალურად არის აღწერილი სათხილამურო ტრასების რაოდენობა და საბაგიროების მდებარეობა. რუკაზე ასევე მონიშნულია სასტუმროები და კვების ობიექტები. გარდა ამისა, რუკაზე შეგიძლიათ იხილოთ, ზამთრის სხვადასხვა აქტივობები. გუდაური მოთხოვნადი კურორტია, როგორც ქართველებში ასევე უცხოელებში, აღსანიშნავია რომ ახალი წლისთვის სასტუმროების უმეტესობა დაჯავშნილია.