ქართველები საგადასახადო ბარათებით ძირითადად 20–250 ლარს იხდიან

”მასტერქარდი” სხვადასხვა ქვეყანაში რეგულარულად ატარებს მასტერინდექს კვლევას, რომლის მიზანი საგადასახადო ბარათების მოხმარების დონის გამოვლენაა.

”მასტერქარდმა” საქართველოში კვლევა პირველად 2012 წელს ჩაატარა. უკანასკნელმა კვლევამ კი გამოავლინა, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი საბანკო ბარათის მფლობელია: 46%-ს სულ ცოტა 1 სადებეტო ბარათი აქვს, 23%-ს კი სულ ცოტა 1 საკრედიტო ბარათი.

მომხმარებლების რაოდენობა, რომელიც ორივე ტიპის ბარათს ფლობს, 2013 წელს 2012 წელთან შედარებით გაორმაგდა. 2012 წელს მხოლოდ 6% ფლობდა სადებეტო და საკრედიტო ბარათებს, 2013 წელს კი ამ მაჩვენებელმა 15% მიაღწია. ხალხის რაოდენობა, რომელსაც საკრედიტო ბარათი არ აქვს, მცირედით შეიცვალა და ის 49%-დან 46%-მდე ჩამოვიდა. 2013 წელს საგადასახადო ბარათების მფლობელების 43%-ს, სულ ცოტა ერთი საკრედიტო ბარათი აქვს. ნაღდი ანგარიშსწორება მცირდება ბარათით გადახდის ზრდის პარალელურად. კვლევის თანახმად, ქართველები საგადასახადო ბარათებით ძირითადად 20–250 ლარს იხდიან, თუმცა ამ გაზრდილი მაჩვენებლის მიუხედავად ნაღდი ანგარიშსწორება კვლავ დომინანტია.

ელექტრონიკის, საოჯახო ნივთების და ავეჯის მაღაზია 2013 წელსაც რჩებიან მთავარ ადგილებად, სადაც ნაღდი ანგარიშსწორება დომინანტია გადახდის სხვა მეთოდებთან შედარებით. ამ ადგილებში გასაყიდი საქონელი საკმაოდ ძვირი ღირს და როგორც მასტერინდექსმა აჩვენა, ამ შემთხვევაში ხალხი კვლავ ნაღდ ანგარიშსწორებას ირჩევს ან შენაძენის დასაფინანსებლად სამომხმარებლო სესხს იყენებს. თუმცა კვლევის შედეგად ცნობილი გახდა, რომ მომხმარებელთა უმრავლესობას საკრედიტო ბარათს განვადება ურჩევნია. ეს მათთვის უფრო მარტივი, სწრაფი და მოსახერხებელია.

ხალხის რაოდენობა, ვისაც არასდროს გამოუყენებია სადებეტო ბარათი, მნიშვნელოვნად შემცირდა. 2012 წელს მათი რიცხვი 29% პროცენტი იყო, უახლესი კვლევის მიხედვით კი მხოლოდ 5%-ია. გამოკთხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ საკრედიტო ბარათს ძირითადად საკვების ან ტანსაცმლის საყიდლად ან კომუნალური გადასახადების დასაფარად იყენებს. უკონტაქტო გადახდების მაჩვენებელი მზარდია- ბარათების მფლობელების 8%-ს უკონტაქტო ბარათი აქვს და მას ძირითადად ტრანსპორტში, ისევე როგორც მაღაზიებსა და მარკეტებში იყენებს.

ციფრულ გადახდას ასევე მიმართავენ ბენზინგასამართ სადგურებში, აფთიაქებსა და ტაქსებშიც.