პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამზადებს განკარგულებას, რომლის მიხედვით ეროვნულ კომპანიებს ჩინური ტექნოლოგიური კომპანიების Huawei-ს და ZTE-ის სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების გამოყენებას აუკრძალავს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
ეს იქნება დონალდ ტრამპის ბოლო ნაბიჯი ორი უმსხვილესი ჩინური კომპანიის ამერიკის ბაზრის დატოვების იძულებისკენ. როგორც ადმინისტრაციაში მიაჩნიათ, ეს ორი კომპანია ამერიკაში ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან ჯაშუშად გამოიყენება.
განკარგულება, რომელზეც მუშაობა 8 თვეა მიმდინარეობს, დიდი ალბათობით იანვრის პირველივე დღეებში გამოქვეყნდება ამერიკის კომერციის დეპარტამენტის მხრიდან, რომლის შედეგად ამერიკული სახელმწიფო კომპანიებს აეკრძალებათ უცხოური წარმოების ტექნოლოგიური სისტემების გამოყენება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ თავად Huawei-სა და ZTE-ში.