კომპანია „სარაჯიშვილმა“ მომხმარებელს ახალი პროდუქტი „Sarajishvili VSOP Black” წარუდგინა.
პრეზენტაცია, სარაჯიშვილის ქარხნის ტერიტორიაზე გაიმართა და მას კულტურისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, სპორტსმენები, დიზაინერები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
„Sarajishvili VSOP Black” დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა, რომლის შეფუთვა მთლიანად შავ ფერშია გადაწყვეტილი. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ ბუბუტეიშვილმა განაცხადა, კომპანია „სარაჯიშვილისთვის“ 2018 წელი წარმატებული აღმოჩნდა.
მისი თქმით, გაზრდილია კომპანიის საექსპორტო მაჩვენებელი და მოხდა რამდენიმე ახალი პროდუქტის დამატება, რაც კომპანიისთვის მომგებიანი აღმოჩნდა. ბუბუტეიშვილის ინფორმაციით, „Sarajishvili VSOP Black” არის „სარაჯიშვილის“ კლასიკური ხაზის გაგრძელება, რომელიც მომხმარებელში პოპულარობით ისარგებლებს.
„Sarajishvili VSOP Black” ლიმიტირებული რაოდენობით არის გამოცემული. „ძალიან საინტერესო და დატვირთული წელი გვქონდა, მოხდა საექსპორტო ზრდა და გამოვუშვით რამდენიმე ახალი პროდუქტი, აქედან ერთ-ერთის პრეზენტაცია გვაქვს. ეს არის სარაჯიშვილის კლასიკური ხაზის გაგრძელება. „Sarajishvili VSOP Black”-ს აქვს შავი შეფუთვა, სითხეც განსხვავებულია და ვფიქრობ, ძალიან საინტერესო პროდუქტი გამოგვივიდა“, - განაცხადა ზურაბ ბუბუტეიშვილმა.
კომპანიის წარმატების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას პარლამენტის წევრი ოთარ დანელია. აგრარულ საკითხთა კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარისა და სოფლის მეურნების ყოფილი მინისტრის ოთარ დანელიას თქმით, მსოფლიო ბაზარზე „სარაჯიშვილის“ მიმართ დაინტერესებაა, რაც საქართველოს, როგორც მწარმოებელი ქვეყნის განვითარებისა და ცნობადობის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია. ოთარ დანელია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ისეთ ბრენდულ კომპანიებს, როგორიც „სარაჯიშვილია“.
„სარაჯიშვილი“ არის კომპანია, რომელიც ყოველდღიურად აღწევს წარმატებას. კომპანიის მიმართ საერთაშორისო დონეზე ინტერესი მზარდია, რაც ხელს უწყობს არამხოლოდ კომპანიის, არამედ ქვეყნის სწრაფ და სწორ განვითარებას. ვულოცავ „სარაჯიშვილს“ კიდევ ერთ წარმატებულ წელს და სამომავლოდ ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს. ეს ის კომპანიაა, რომლის წარმატებაშიც ეჭვი არავის ეპარება“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.
კომპანია სარაჯიშვილი, 1884 წელს დავით სარაჯიშვილმა დააფუძნა, რომელმაც პირველი პრუდუქტი 1887 წელს გამოუშვა. „სარაჯიშვილი“ ერთ-ერთ ყველაზე წარმარტებული კომპანიაა ამიერკავკასიაში, რომლის პროდუქციაზე დაინტერესებაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად იზრდება.
(R)