მსოფლიო მასშტაბით 2017 წელს ექსპორტზე 17.585 ტრილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა. სიის სათავეში 1.546 ტრილიონი დოლარით ჩინეთია.
რაც შეეხება საქართველოს, 2.7 მილიარდი დოლარით 125-ე ადგილზე გავიდა და ბურკინა ფასოსა და მალტას შორის მოხვდა. სიაში ბოლო ადგილზე კი ბუვეტის კუნძული გავიდა, რომელმაც 2017 წელს ექსპორტის სახით 3 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაიტანა.
2018 წლის 25 ნოემბრის მდგომარეობით, დედამიწის მოსახლეობა 7.666 მილიარდს შეადგენს. აქედან გამომდინარე, პლანეტაზე მთლიანი ექსპორტიდან თითოეულ ადამიანზე 2,300 დოლარის ღირებულების პროდუქცია მოდის.
გთავაზობთ Top-10 ქვეყანას, რომელმაც ექსპორტზე ყველაზე მეტი პროდუქცია გაიტანა.