სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის, „დელტას“ ინფორმაციით, ორი სახეობის სახანძრო დანიშნულების ავტომანქანის პირველი პროტოტიპი 2019 წელს გამოჩნდება. მანქანები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ არის დაკვეთილი.
პროექტი „დელტას“ ბაზაზე სახანძრო და სამაშველო აღჭურვილობის მწარმოებელ უმსხვილეს ავსტრიულ კომპანია „როზენბაუერთან“ თანამშრომლობით ხორციელდება.
ცნობისთვის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, „დელტასა“ და „როზენბაუერს“ შორის შეთანხმება 2018 წლის აპრილში ავსტრიის დედაქალაქში შედგა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში წარმოებული სახანძრო-სამაშველო მანქანა მულტიფუნქციური და მაღალი გამავლობის იქნება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოში სახანძრო-სამაშველო ავტოპარკის სრულ განახლებას გეგმავს.