ბორჯომი-ანდეზიტის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ბორჯომი-ანდეზიტის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ1-კმ31 (ბორჯომი-ანდეზიტი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“,- ნათქვამია განცხადებაში.

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
ფარავნის უღელტეხილზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა
ზვავსაშიშროების გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია