ჯანდაცვის, სოციალური და დევნილთა მიმართულებით ბიუჯეტი არის გაზრდილი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისივე თქმით, მიმდინარეობს როგორც სახელმწიფო პროგრამების განახლება, ისე ახალი პროგრამების დამატება.
„ყოველი წლის ბოლოს მიმდინარეობს სახელმწიფო პროგრამების განახლება და ეს მოხდა დღეს ჯანდაცვის, დევნილთა და სოციალური მიმართულებით. ამ განახლების რაოდენობრივი პარამეტრები არის ის, რომ ყველა მიმართულებით ბიუჯეტი არის გაზრდილი. ერთ-ერთი სახელმწიფო პროგრამა, სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვის იყო წლევანდელი 28 მლნ და იზრდება თითქმის 8 მილიონით. ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები იყო 291, იზრდება 22 მილიონით და დევნილთა პროგრამებიც თითქმის 30 მილიონით იზრდება. რამდენიმე ახალი პროექტი განხორციელდება, მათ შორის დევნილი ვეტერანების საცხოვრებლით უზრუნველყოფა და ა.შ.“, - განაცხადა სერგეენკომ.