თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება გრძელდება.
ამ ეტაპზე ვებგვერდზე 338 მიმდინარე, 255 დაბლოკილი, 466 არშემდგარი იდეა ფიქსირდება. 13 იდეა განხილვის პროცესშია, ორი უკვე შეთანხმებული, 1 კი უარყოფილია.
„ბიზნესპრესნიუსი“ მიმდინარე განცხადებებიდან ერთ-ერთს გთავაზობთ, რომელიც სატელევიზიო ანძაზე Zip Line-ს გაკეთებას გულისხმობს. „როგორც ცნობილია, იგეგმება სატელევიზიო ანძის განახლება. ძალიან მაგარი იქნება თუ ანძიდან დაეშვება Zip Line ექსტრემალური ატრაქციონი. ჩემი აზრით, ის ძალიან დიდი პოპულარობით ისარგებლებს ტურისტებსა და არამარტო ტურისტებში. Zip Line ატრაქციონი უკვე არის ნარიყალაზე, მაგრამ მისი სიგრძე სულ რაღაც 270 მეტრია. ახალ ატრაქციონს კი ტრანსპორტის დანიშნულებაც ექნება,“-აღნიშნულია მოქალაქის განცხადებაში. აღნიშნულ იდეაზე ხმის მიცემის ვადა 2019 წლის 23 თებერვლამდეა.