წინასწარი შეფასებით, ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 2,2%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2018 წლის ნოემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 2,2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2018 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო რეალური ზრდა 4,7 პროცენტს შეადგენს.

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, 2018 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა ვაჭრობაში, საფინანსო საქმიანობაში, უძრავი ქონებით ოპერაციებსა და მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევაში, ხოლო მშენებლობაში კლება დაფიქსირდა.