ბანკი რესპუბლიკა: აქცენტი ბიზნესზე

ამჟამად ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალი“ ბანკ „რესპუბლიკის“ აქციების 93.64%-ს ფლობს

ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალი“ ბრწყინვალე მუშაობის 150 წლის იუბილეს აღნიშნავს. ბანკ “რესპუბლიკა” ჯგუფ “სოსიეტე ჟენერალის” პარტნიორი კომპანიები კმაყოფილებით აღნიშნავენ , რომ მათი წარმატების დიდი წილი ბოლო წლებში სწორედ ბანკ “რესპუბლიკასთან” პარტნიორულმა ურთიერთობამ განაპირობა, რაც თავის მხრივ ახალ სტრატეგიულ მიმართულებებს ეფუძნება და ორიენტირებულია კორპორაციულ კლიენტებთან მუშაობის პროცესების გამარტივებაზე.

ეს არის მეორე სტატია სერიიდან, რომელიც ბანკ „რესპუბლიკა“ ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალის“ კორპორაციული საბანკო საქმიანობის ფილოსოფიაზე ვსაუბრობთ. გასულ თვეში მე მქონდა საშუალება, შევხვედროდი ბანკ „რესპუბლიკის“ კომერციულ დირექტორს, ბ-ნ რამაზ კუკულაძეს და მესაუბრა მასთან, თუ როგორ დაეხმარა ბანკის ურთიერთობებზე დაფუძნებულ საბანკო საქმიანობაზე გადასვლა ქართულ კომპანიებს წარმატების მიღწევაში. ამ თვეში შევხვდით ბანკ „რესპუბლიკის“ კორპორაციული საბანკო საქმიანობის სამსახურის უფროსს ქ-ნ ია გაბუნიას და მასთან ერთად განვიხილეთ ბანკის კორპორაციული საბანკო საქმიანობის სტრატეგია და მიღწევები.

ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალი“ 150 წლის იუბილეს აღნიშნავს. საქართველოში ჯგუფს ბანკი „რესპუბლიკა“ წარმოადგენს. ამჟამად ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალი“ ბანკ „რესპუბლიკის“ აქციების 93.64%-ს ფლობს,6.36%-ს კი „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“(EBRD). შესაბამისად, ბანკი „რესპუბლიკა“ ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალი“ წმინდა ევროპული ბანკია. ბანკ „რესპუბლიკის“ მთლიანი აქტივები 1 მილიარდ ლარს აღემატება და ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საფინანსო ინსტიტუტია ქვეყანაში. ბიზნესის უნივერსალური მოდელის გამო, ბანკი „რესპუბლიკა“ ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალი“ საიმედო, გრძელვადიან ფინანსურ პარტნიორს წარმოადგენს როგორცფიზიკური პირებისთვის და მიკრო, მცირე და საშუალო ორგანიზაციებისთვის, ისე მსხვილი კომპანიებისთვისაც. დღეისათვის ბანკი „რესპუბლიკა“ ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალი“ საქართველოს ბაზარზე მეხუთე ადგილზეა აქტივების მთლიანი მოცულობისა და სესხების მიხედვით; მისი წმინდა საბანკო შემოსავალი (წმინდა საპროცენტო შემოსავალს + წმინდა საკომისიო შემოსავალი) საკმაოდ შთამბეჭდავ მაჩვენებელს – 88 მილიონ ლარს აღწევს.

კორპორაციული საბანკო საქმიანობის სამსახურის უფროსმა ქ-ნმა ია გაბუნიამ აღნიშნა, რომ ეს განსაკუთრებული საიუბილეო თარიღია. ამის გამო, ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალს“სურდა, კიდევ უფრო გაეძლიერებინა კორპორაციული პასუხისმგებლობის ტრადიციული პრაქტიკა და გაემართა სოლიდარობის ღონისძიებები, რომლებშიც მონაწილეობის მიღებას შეძლებდა კომპანიის ყველა თანამშრომელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

აქცენტით სოციალურ პასუხისმგებლობაზე, გუნდურ სულისკვეთებაზე და სოლიდარობაზე, ეს მოვლენა იმ ფასეულობებს აერთიანებს, რომელთა ხელშეწყობაც ჯგუფ„სოსიეტეჟენერალს“ სურს თავის 150-ე იუბილეზე. გუნდური სულისკვეთება არის N1 საკვანძო ასპექტი, რომელიც ჩვენს წარმატებას განაპირობებს კორპორაციულ კლიენტებთან მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბების საქმეში. ეს არის ჩვენი უმთავრესი ღირებულება. ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა, რომ გუნდის სიძლიერეს არა მხოლოდ მისი ცალკეული წევრების ნიჭი, არამედ გუნდური სულისკვეთება განაპირობებს.

იზიარებს რა მსოფლიოს მოწინავე კომპანიების სამეწარმეო სულისკვეთებას, ბანკი „რესპუბლიკა“ თავის საქმიანობაში ძალიან სერიოზულად უდგება კორპორაციულ პასუხისმგებლობას.

„ჩვენ ძალას არ ვიშურებთ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებაში. ჩვენი ამოცანაა, ამ მიზანს იმგვარი პროექტების განხორციელებითა და სპონსორობით მივაღწიოთ, რომლებიც საქართველოს საქმიან წრეებს დაეხმარება“, – თქვა ია გაბუნიამ.

მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ტრადიციული პროექტების გარდა, ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის დახმარების გაწევის მიზნით ბანკმა „pro-bono ბიზნესფორუმის“ ჩამოყალიბება გადაწყვიტა.

„pro-bono ფორუმი“ იყო ერთდღიანი ინტერაქტიული ღონისძიება, რომელშიც ჩვენი კლიენტები მონაწილეობდნენ. ფორუმის დროს ბანკ „რესპუბლიკის“ ხელმძღვანელი პირები და სხვადასხვა სპეციალისტები ბიზნესის ადგილობრივ წარმომადგენლებს თავიანთ ცოდნას უზიარებდნენ“, – თქვა გაბუნიამ.

„ფინანსურ საკითხებში კონსულტაციების შეთავაზების გზით ჩვენ საკუთარი წვლილი შეგვაქვს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებაში. ჩვენ შეგვიძლია 150 წლის მანძილზე დაგროვებული მდიდარი გამოცდილების გაზიარებით დავეხმაროთ მცირე, საშუალო და მსხვილ კორპორაციულ კლიენტებს და მათ იმგვარი ცოდნა გავუზიაროთ, რომელიც შეიძლება თავად არ ჰქონდეთ. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ხედვა მათ ბიზნესის განვითარებაში დაეხმარებათ და ისინი მეტი წარმატებით მიაღწევენ დასახულ მიზნებს“.

ურთიერთობის დასაწყისი

ქ-ნი გაბუნია აღნიშნავს, რომ ბანკ „რესპუბლიკის“ დახმარება კლიენტის მიმართ არ შემოიფარგლება მხოლოდ სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებით. ბანკში დამკვიდრებულია აზრი, რომ თითოეული და ყოველი კომპანია უნიკალურია, ამიტომაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება თითოეული კომპანიის თავისებურებების და გარკვევას. ამგვარი დამოკიდებულება გულისხმობს კლიენტის დეტალურ შესწავლას, რის შემდეგაც ბანკი მას სთავაზობს მის მოთხოვნებსა და შესაძლებლობებზე მორგებულ სერვისებსა და პროდუქტებს, რომლებიც კომპანიას კიდევ უფრო განვითარებასა და გაძლიერებაში ეხმარება. გამონაკლისი არც საქართველოში არსებული შპს „ბორუნ აგროქიმიაა“.

შპს „ბორუნ აგროქიმია“-მცოტა ხნის წინ მოგვმართა დაფინანსების მოთხოვნით. ეს განპირობებული იყო კომპანიის სურვილით, უკეთ დაეკმაყოფილებინა საკუთარი საჭიროებები და მომავალში ბაზარზე გაცილებით დიდი წარმატებისთვის მიეღწია. ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რის გამოც კომპანიამ ფინანსურ პარტნიორად აგვირჩია, იყო ბანკი „რესპუბლიკის“ურთიერთობებზე დამყარებული მიდგომა საბანკო საქმიანობისადმი“, – აღნიშნავს ქ-ნიია გაბუნია.

შპს „ბორუნაგროქიმია“ „ბორუნ ჯგუფის“ წევრია. კომპანია მონაწილეობს ფართო ასორტიმენტის აგროქიმიური პროდუქტების იმპორტსა და დისტრიბუციაში. სხვა ცნობილ ბრენდებს შორის „ბორუნაგროქიმია“ ფლობს იმგვარი ცნობილი მწარმოებლების პროდუქციის დისტრიბუციის უფლებას, როგორებიცაა: Agro-Sciences (აშშ), Scotts International (ჰოლანდია) და Agrofill (იტალია).

შპს „ბორუნაგროქიმია“ თავდაპირველად საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან მოქმედი შპს „აგროჯორჯიას“ ნაწილი იყო. ამ პერიოდის განმავლობაში შპს „აგროჯორჯია“ დარგის წამყვანი საწარმო იყო, რომელსაც საქართველოს ბაზრის 30-40% ეკავა.

2009 წელს „ბორუნმა“ შპს „აგროჯორჯიას“ 50% შეიძინა და ჯგუფის მმართველი პარტნიორი გახდა. ჯგუფს მოგვიანებით სახელი შეეცვალა და ეწოდა „ბორუნაგროქიმია“. შერწყმის განხორციელებიდან მოკლე პერიოდში კომპანიამ დაიწყო თავისი პროდუქციის მრავალფეროვნების და კლასიფიკაციის გაფართოება. ამჟამად კომპანია აწარმოებს პროდუქციის იმპორტს 14 ქვეყნიდან და საქართველოს ბაზარზე მომხმარებელს პროდუქციის და სერვისების უდიდეს ასორტიმენტს სთავაზობს.

კომპანია ასევე მართავს 10 ცენტრს, სადაც ის ფერმერებს სთავაზობს: კონსულტაციებს სასოფლო-სამეურნეო სფეროში, ლაბორატორიულ მომსახურებას და მიწის შემოწმებას, ასევე, მძიმე ტექნიკის გაქირავებას. კომპანია ფარავს საქართველოს ბაზრის დაახლოებით 85%-ს და მას ქვეყნის მასშტაბით 80 სავაჭრო ობიექტი აქვს.

„დასაწყისში ჩვენ ვიღებთ სრულ ინფორმაციას ყველა კლიენტის შესახებ და მათი მოთხოვნის შესაბამისად ვთავაზობთ მათზე მორგებულ დაფინანსების სტრუქტურას. რადგან აგროინდუსტრია ხშირად ხასიათდება სეზონურობით, „ბორუნაგროქიმიამ“კონკრეტულად მასზე მორგებული დაფინანსების თხოვნით მოგვმართა. ამიტომ, დასაწყისიდანვე ჩვენ განვიხილეთ კომპანიის საჭიროება და სურვილი, უზრუნველგვეყო ფინანსური პირობები მისი დაუყოვნებელი და გრძელვადიანი საჭიროებებისთვის“, – აღნიშნა ქ–ნ მაია გაბუნიამ.

„უმთავრესიდა უმნიშვნელოვანესი პრობლემა რა თქმა უნდა მოქნილობაა. ჩვენი ბიზნესი სეზონურია, ამიტომაც ჩვენთვის ყოველი დღე მნიშვნელოვანია. ჩვენ პასუხი აუცილებლად მოკლე დროში გვჭირდებოდა და ბანკიც მალევე დაგვიდგა მხარში“, – ამბობს ლევან აროშიძე, „ბორუნაგროქიმიის“ დირექტორი და დასძენს: „თანამშრომლობა ჩვენსა და ბანკ „რესპუბლიკას“ შორის უმტკივნეულოდ წარიმართა როგორც საკრედიტო ხელშეკრულების თითოეულ დეტალთან, ისე დამატებითი დაფინანსების მიღებასთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ ბანკ „რესპუბლიკის“ ურთიერთობებზე დამყარებული მიდგომით კორპორაციული საბანკო საქმიანობის კუთხით“.

რამდენადაც დრო „ბორუნაგროქიმიისთვის“ აბსოლუტურად კრიტიკული მნიშვნელობის იყო,ბანკი „რესპუბლიკა“ ბევრს მუშაობდა კომპანიის კონკრეტული გეგმის შესასრულებლად. საბოლოოდ კლიენტის კმაყოფილება იყო შედეგი სწორედ ბანკ „რესპუბლიკის“ კორპორაციული საბანკო ფილოსოფიისა, რომლის მიზანია საკუთარი პროდუქტების და სერვისების მორგება კლიენტის კონკრეტულ საჭიროებებზე.

კითხვაზე, ხომ არ იყო რაიმე გამორჩეული კონკრეტული ასპექტი ბანკ „რესპუბლიკასთან“ ურთიერთობის პროცესში, ბ-ნმა აროშიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს იყო სწრაფად დამყარებული წარმატებული ურთიერთობა.

„უპირველეს ყოვლისა, „ბიზნესი ბიზნესისთვის“ მოსაზრებიდან გამომდინარე, ჩვენი თანამშრომლობა სრულიად შეუფერხებლად დაიწყო. თუმცა, თუ ბიზნესასპექტს არ გავითვალისწინებთ, ეს იყო პირადი ურთიერთობა, რომელიც გაძლიერდა ჩვენ შორის,რაც მართლაც აღსანიშნავი და გამორჩეულია. ბანკის მენეჯერები, რომლებიც ჩვენს სესხზე მუშაობდნენ, გამოირჩეოდნენ მეგობრული დამოკიდებულებით, რამაც ყველაფერი გააადვილა. რაც განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო არის ის, რომ ჩვენ უბრალოდ ბიზნესპარტნიორები კი არ გავხდით, არამედ მეგობრებიც“, – აღნიშნა ბ-ნმა აროშიძემ.

კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარების გარდა, ბანკ „რესპუბლიკას“ სურს საკუთარი კლიენტები იმგვარი პირობებით უზრუნველყოს, რომლებიც მათ საქმიანობის წარმატებით განხორციელებაში დაეხმარება.

„რადგან ჯგუფი “სოსიეტე ჟენერალი” საერთაშორისო მასშტაბით არის წარმოდგენილი, ბანკი „რესპუბლიკა“, როგორც ამ ჯგუფის წევერი, კლიენტებს საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსების მოქნილ პირობებს სთავაზობს. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ კლიენტის მთავარი საქმიანობა იმპორტი და ვაჭრობაა, მისთვის მნიშვნელოვანი არამხოლოდ ხელსაყრელი პირობების მიღება, არამედ საერთაშორისო ვაჭრობასთან დაკავშირებული საფრთხეების შემცირება იყო. ჩვენმა გამოცდილმა და კორპორაციული საბანკო საქმიანობის კვალიფიციურმა პერსონალმა კლიენტს ანგარიშსწორების ისეთი მეთოდი შესთავაზა, რომელიც მის საჭიროებებს ზუსტად შეესაბამება“, - განაცხადა ია გაბუნიამ.

ბიზნესის წარმოების სიმარტივე შეიძლება იმ ფაქტს მივაწეროთ, რომ ბანკ „რესპუბლიკას“ კომუნიკაციის პირდაპირი არხები აქვს „სოსიეტე ჟენერალის“ სხვა საერთაშორისო შვილობილ კომპანიებთან, ასე რომ, მისი პროდუქტები ბევრად უფრო მოქნილია და უფრო ხელსაყრელი ფასები აქვს საქართველოში არსებული სხვა ბანკების პროდუქტებთან შედარებით.

აროშიძის სიტყვებით, საქართველოში ყველაზე მთავარ საკითხს დრო წარმოადგენს.

„საწარმომ შეიძლება ბოლოს მიიღოს სასურველი სესხი და ფინანსური პირობები, მაგრამ ძალიან ბევრი დრო დაკარგოს საერთაშორისო ბანკებთან კომუნიკაციაზე, რომლებიც ასევე ჩართულნი არიან პროცესში. ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში მთელი პროცესი დაჩქარდა ბანკ „რესპუბლიკის“ საერთაშორისო ქსელის წყალობით“, - აღნიშნა აროშიძემ და იქვე დასძინა, რომ მათ კომპანიას ბანკ „რესპუბლიკასთან“ ურთიერთობის ძალიან დადებითი გამოცდილება აქვს.

„საბოლოო ჯამში, ბანკ „რესპუბლიკის“ პარტნიორად გახდომის გადაწყვეტილება მხოლოდ ხელსაყრელი საპროცენტო განაკვეთის გამო არ მიგვიღია, ეს არ არის გადამწყვეტი ფაქტორი. კარგ პარტნიორთან თავს დაცულად გრძნობდა ბანკი ნამდვილი პარტნიორი უნდა იყოს. არსებობს მრავალი საყურადღებო დეტალი, სადაც ბანკის ძლიერი მხარდაჭერაა საჭირო. შესაბამისად, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ბანკი თქვენ გვერდითაა. ეს ბევრად უფრო მნიშნველოვანია, ვიდრე უბრალოდ ფინანსური ასპექტები. ბანკ „რესპუბლიკასთან“ თანამშრომლობამ ჩვენი ყველა ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა“ , _ განაცხადა აროშიძემ.

მომავლის პერსპექტივა

ბანკ „რესპუბლიკის“ პერსონიფიცირებული კორპორაციული საბანკო მიდგომით კიდევ ერთ კმაყოფილ კლიენტთან გასაუბრების შემდეგია გაბუნიას ვკითხე, როგორ მიაღწია ბანკმა წარმატებას და რა მიმართულებით აპირებს საქმიანობის გაგრძელებას.

„ის, რომ წინააღმდეგობებით აღსავსე გარემოში მოვახერხეთ ბანკს დღევანდელი მდგომარეობისთვის მიეღწია, დიდწილად შემდეგი ფაქტორების დამსახურებაა: უნივერსალური საბანკო საქმიანობის მოდელის სიძლიერე,კლიენტების ნდობის შენარჩუნება, საკუთარი შეცდომებიდან სწავლის უნარიდა განსაკუთრებული გამბედაობა და მონდომება. ვიმედოვნებ, რომ კვლავ გავაგრძელებთ წინსვლას პროდუქტების გაუმჯობესების და კლიენტებთან ურთიერთობების გაღრმავების გზით. „სოსიეტე ჟენერალის“ გამოცდილება და ჩვენი მუდმივი მზადყოფნა, ვემსახუროთ კლიენტებს, აგრეთვე ჩვენი წარმატების დიდი განმაპირობებელია“, - აღნიშნა ია გაბუნიამ.

(R)