რა უნდა ვიცოდეთ ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექინსპექტირებაზე

2019 წლის 1-ლი იანვრიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულოა ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის, ინსპექტირების ბოლო ვადა კი დამოკიდებულია ავტომობილის რეგისტრაციის თვესა და რიცხვზე.

მსუბუქი და მისაბმელი სატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების საფასური - 60 ლარია, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილის - 100 ლარი.

იმ შემთხვევაში, თუ მეპატრონე ავტომობილს ტექინსპექტირების გავლის გარეშე გამოიყენებს, ფიზიური პირი - 50 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი - 200 ლარით.

ტექნიკური ინსპექტირებისას შემოწმდება ავტომობილის: სამუხრუჭე სისტემა, გამონაბოლქვი, სავალი ნაწილები, საჭის მექანიზმი, საბურავები, ხილვადობა, ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა.

რაც შეეხება ტექნიკური ინსპექტირების პერიოდულობას:

1. სამგზავრო (8-ზე მეტი მგზავრის დასაჯდომი ადგილის მქონე, მძღოლის გარდა) კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებები ტექნიკურ ინსპექტირებას გაივლიან ერთი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს, ხოლო გამოშვების თარიღიდან ოთხი წლის შემდეგ - წელიწადში ორჯერ;

2. სატვირთო (3.5 ტ. და ზემოთ) - ერთი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს;

3. მისაბმელი და ნახევრადმისაბმელი (3.5 ტონაზე მეტი) - ერთი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს;

4. სასწრაფო დახმარების ავტომობილები და ტაქსები - ერთი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს;

5. მსუბუქი სამგზავრო - ოთხი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, გამოშვების თარიღიდან 8 წლის შემდეგ კი ყოველ წელიწადს;

6. მსუბუქი სატვირთო - ოთხი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს.

ნინი ქეთელაური
„130 000-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა ტექნიკური ინსპექტირება, აქედან 40 000 უვარგისად იქნა მიჩნეული"
როგორ მოვემზადოთ ტექდათვალიერებისთვის