"მოქალაქეებისთვის ჩამოწერილი თანხის საერთო მოცულობამ 4 მილიარდ ლარამდე შეადგინა"

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილი ერთჯერადი პროგრამა წარმატებით დასრულდა.

„პროექტი უკვე 600 ათასზე მეტ ადამიანს შეეხო, ჩამოწერილი თანხის საერთო მოცულობამ 4 მილიარდ ლარამდე შეადგინა. ეს არის ძალიან წარმატებული პროექტი და მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მონაწილე მხარეს,“ - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

ივანე მაჭავარიანი სესხების განულების პროგრამაზე - 15 იანვრამდე ფონდი „ქართუს“ კარი ღიაა ყველა საფინანსო ორგანიზაციისთვის
„საფინანსო ინსტიტუტების ნაწილმა პორტფელები არ გაასხვისა“ - ფინანსთა მინისტრი სესხების განულების პროგრამაზე
ვალების განულების თაობაზე შექმნილ პრობლემებზე კიდევ რამდენიმე ათეული მოქალაქე აცხადებს