მეტროს თანამშრომლებს 1-ლი იანვრიდან ხელფასები გაეზარდათ

2019 წლის 1-ლი იანვრიდან მეტროს თანამშრომლებს ხელფასები გაეზარდათ.

კერძოდ, მეტროს მემანქანეებს ხელფასი 30%-ით, დანარჩენ თანამშრომლებს კი 15%-ით ეზრდებათ. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მატარებლის მემანქანეების დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა-2013“-ის ცნობით, აღნიშნულის შესახებ მერიასთან შეთანხმება გასული წლის მიწურულს შედგა. შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ივნისში მეტროს მემანქანეები გაიფიცნენ. ისინი ხელფასების ზრდას ითხოვდნენ და როგორც ცნობილია, მაშინ მერსა და თანამშრომლებს შორის შეთანხმებაც შედგა, რომ აღნიშნული საკითხი 2019 წლიდან მოგვარდებოდა.

თაია არდოტელი