გერმანიის აეროპორტები მგზავრების მიერ დატოვებულ  ჩემოდნებს ყიდიან

გერმანულ აეროპორტებში მგზავრების მიერ დატოვებული ჩემოდნების და ჩანთების გაყიდვა დაიწყო.

ფრანგული რადიო „ფრანს ინფოს“ ინფორმაციით, გასაყიდად გამოტანილია ის ნივთები, რომლებიც მფლობელებმა უკან არ დაიბრუნეს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ჩემოდნების გამოფენა დახურული სახით მიმდინარეობს და მყიდველები შეძენამდე ვერ იგებენ, რა დევს შიგნით. ერთადერთ მინიშნებად უნდა ჩაითვალოს ჩემოდნების ვიზუალი. აუქციონი უკვე მიმდინარეობს და მასში მონაწილე ერთ-ერთმა ოჯახმა 3 ჩემოდანში 300 ევრო გადაიხადა, რომელშიც ტანსაცმელი, ყურსასმენები და ჰიგიენის საშუალებები იდო.

ცნობილია, რომ ყოველწლიურად ავიაკომპანიებს გასაყიდად გამოაქვთ 4 ათასამდე ჩემოდანი, რომლებიც მათმა მფლობელებმა სულ ცოტა, 6 თვის წინ დატოვეს აეროპორტებში.

კოკა კვირკველია