Coca-Cola-მ შუშის ბოთლში ჩამოსხმული წყლის ონლაინ-გაყიდვები  დაიწყო

Coca-Cola-მ ორი ახალი ჭკვიანი სასმელი წყალი — Smartwater Antioxidant და Smartwater Alkaline — წარადგინა. მათი გაყიდვა კი ექსკლუზიურად, მხოლოდ ონლაინ რითეილერთან Boxed-თან მოხდება.

Smartwater-ის მფლობელმა Coca-Cola-მ მისი თანამშრომლობა ონლაინ მაღაზია Boxed-თან ამ ფორმით განაახლა. დღეიდან მარტის ჩათვლით კომპანია მხოლოდ ამ რითეილერის საშუალებით გაყიდის მის ახალ პროდუქციას Smartwater-ის ბრენდის ქვეშ.

სასმელი წყლის ინდუსტრიაში წყლის შუშის ბოთლში ჩამოსხმა სულ უფრო პოპულარული ხდება. 2017 წელს, მაშინ, როცა ტკბილი სასმელების ბაზარმა 1,3%-ით იკლო, ბოთლში ჩამოსხმული წყლის ბიზნესი 6,2%-ით გაიზარდა. Coca-Cola-ს ინფორმაციით, Smartwater-ი არის უმსხვილესი პრემიუმ წყლის ბოთლში მწარმოებელი ბრენდი, რომელზეც მთლიანი ბაზრის 25% მოდის და რომლის გაყიდვებმა 2017 წელს 700 მილიონი დოლარი შეადგინა.

Boxed-ი ეს არის ხუთწლიანი სტარტაპი, რომელსაც „მილენიანელების Costco“-ს ეძახიან.

კოკა კვირკველია