საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისაგან გაზს "სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენი" შეიძენს

ნინოწმინდის საბადოდან მოპოვებულ გაზს "სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენი" შეიძენს.

"საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" ინფორმაციით, კორპორაციას გასაყიდად გამოტანილი ჰქონდა ორი მლნ კუბ.მეტრი მოცულობის გაზი.

აუქციონში ვაჭრობა გაიმართა 1000 კუბ.მეტრი გაზზე. კორპორაციის მიერ წარმოდგენილი საწყისი ფასის (დღგ-ს გარეშე) 300 აშშ დოლარის მიმართ სავაჭრო 5 აშშ დოლარის ბიჯით გაზრდით. "სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენმა" კორპორაციას 305 დოლარი შესთავაზა.

სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ" ნინოწმინდის საბადოდან მოპოვებულ, ხელმისაწვდომ გაზზე აუქციონი 30 ივნისს გამოაცხადა. აუქციონი 7 ივლისს გაიმართა. ხელშეკრულება კომპანიასთან უახლოეს მომავალში გაფორმდება.