აფხაზეთმა ციფრული ვალუტის მაინინგი აკრძალა.
დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, ამისთვის ზედმეტად ბევრი ელექტროენერგიაა საჭირო, რაც უკვე პრობლემაა. მათივე თქმით, ელექტროენერგიის მიწოდება პრიორიტეტული უნდა გახდეს მოსახლეობისთვის, სოციალური და ინდუსტრიული საჭიროებებისთვის. ამის შესახებ „ჯემნიუსი" წერს.
როგორც ცნობილია, აფხაზეთში ციფრული ვალუტის რამდენიმე მაინინგის „ფერმა“ მოქმედებდა. დღეიდან კი ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანია „ჩერნომორ ენერგო“ პოტენციურ დამრღვევებს დე ფაქტო შსს-სა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად გააკონტროლებს.
„ჩერნომორენერგოს“ წარმომადგენლის განცხადებით, აფხაზეთში უკვე დახურეს 15 ე.წ. „მაინინგის ფერმა“, მათ ელენერგიის მოწოდება შეუწყდათ. კომპანიის ინფორმაციით, „ფერმები“ იმ მოცულობის ელექტროენერგიას მოიხმარდნენ, რაც მთლიანად სოხუმის რაიონს სჭირდება.