ჩინური მობილური ტელეფონების მწარმოებელმა კომპანიამ Huawei-მ მასთან დასაქმებული ორი თანამშრომელი მხოლოდ იმის გამო დასაჯა, რომ მათ საახალწლო მისალოცები კომპანიის სახელით iPhone-ებიდან დააგზავნეს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, შედეგად დაზარალდა კომპანიის იმიჯი.
საქმე ეხება, 1-ელ იანვრის ღამეს Huawei-ის Twitter-ის გვერდზე გამოჩენილ საახალწლო მილოცვას, რომელიც კომპანიის კონკურენტი ფირმის მოწყობილობიდან იყო გაგზავნილი - მის მინაწერში კი ეწერა: via Twitter for iPhone. როგორც გაირკვა, გარკვეული ტექნიკური სირთულეების გამო, კომპანიის თანამშრომლები იძულებულნი გახდნენ გამოეყენებინათ Apple-ს ჰონკონგური სიმბარათი, შედეგად კი გამორჩათ ფაქტი, რომ ის აისახებოდა გზავნილზე.
მას შემდეგ, რაც Twitter-ის მომხმარებლებმა ის შეამჩნიეს, კომპანიამ შეცდომა გამოასწორა. თუმცა შედეგად ერთ-ერთი თანამშრომელი თანამდებობიდან დააქვეითეს და შეუმცირეს ხელფასი, მეორეს კი ერთი წლით გაუყინეს შემოსავლები.