Ford-ი მსოფლიოს მასშტაბით 950 ათას ავტომობილს გაიწვევს

ამერიკული კორპორაცია Ford-ი მსოფლიოს მასშტაბით 950 ათას ავტომობილს უკან იწვევს.

ამის მიზეზი კი მათი დეფექტური იაპონური მწარმოებლის Takata-ს ფირმის უსაფრთხოების ბალიშებით აღჭურვაა, რომლის შედეგად უკვე დაიღუპა 20 ადამიანი. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განმარტებით განცხადებაში წერია.

გაწვევას ექვემდებარება ქროსოვერები Ford Edge და Lincoln MKX 2010 სამოდელო წლის გამოშვება, ასევე პიკაპები Ford Ranger 2010-2011 წლის გამოშვება და 2010-2014 სამოდელო წლის სედანები Ford Mustang.

აღსანიშნავია, რომ გასაწვევი ავტომობილების უმეტესობა 780 ათასი ავტომობილის რეალიზაცია მოხდა საკუთრივ შტატების ტერიტორიაზე.

Ford-ი იღებს ვალდებულებას, უფასოდ შეცვალოს უსაფრთხოების ბალიშები.

როგორც ცნობილია, Takata სკანდალში 2014 წელს აღმოჩნდა. როგორც სპეციალისტებმა დაადგინეს, ამ კომპანიის მიერ წარმოებული უსაფრთხოების ბალიშები ავარიისას შეიძლება სწორად არ გაიხსნას, გასკდეს ან სალონში მსხდომი ადამიანების მისამართით გაისროლოს მეტალის ნაკუწები.

სააგენტო Associated Press-ის შეფასებით, მსგავსი ინციდენტების გამო მსოფლიოში სულ ცოტა 23 ადამიანია გარდაცვლილი. ჯამში კი ამ დეფექტიანი უსაფრთხოების ბალიშების გამო მსოფლიოს მასშტაბით უკვე გაწვეულია 100 მილიონზე მეტი ავტომობილი.

კოკა კვირკველია