კვების პროდუქტების მწარმოებელი, მსოფლიოს უმსხვილესი კომპანია Nestle, გეგმავს გააფართოვოს პროდუქციის ასორტიმენტი ვეგანებისა და ვეგეტარიანელებისთვის.
ამის შესახებ Bloomberg იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია ექსპერიმენტებს აკეთებს რძეზე კაკლისა და მოცხარის გამოყენებით, ასევე ლატეზე სპირულინას დამატებით. Nestle-ს მთავარი ტექნოლოგის, სტივენ პალცერის თქმით, იმ მომხმარებლების რიცხვი, რომლებიც მხოლოდ მცენარეულ საკვებს იღებენ, დღითიდღე იზრდება. „ვეგეტარიანელობა აქამდე არასოდეს ყოფილა ასე პოპულარული და ეს ტენდენცია ნარჩუნდება“ - აცხადებს პალცერი.
Bloomberg-ში აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში სურსათის მწარმოებელი კომპანიები ამ მიმართულებით ინტენსიურად მუშაობენ. ექსპერტების ვარაუდით, Nestle-ს „ვეგანურმა ბიზნესმა“ 2030 წლისთვის შესაძლოა, მილიარდ დოლარს მიაღწიოს. ვეგანურ პროდუქციაზე მუშაობას ასევე გეგმავენ ფრანგულ Danone-ში. კომპანია ურძეო იოგურტებისა და სხვა რძის შემცველი პროდუქტების რძის გარეშე წარმოებას გეგმავს.