„ხალიკ ბანკმა“ უნაღდო ანგარიშსწორების სტიმულირების პირველი გამარჯვებულები დააჯილდოვა

„ხალიკ ბანკმა“ უნაღდო ანგარიშსწორების სტიმულირების პირველი გამარჯვებულები გამოავლინა და დააჯილდოვა.

გამარჯვებულებს ერთი თვის ხელფასი და მასტერქარდის საგადასახადო მაჯის საათი watch2pay გადაეცათ.

უკონტაქტო საათი-ბარათი “MasterCard Watch2Pay” მომხმარებელს საშუალებას აძლევს ანგარიშსწორება განახორციელოს უკონტაქტოდ - მაჯის საათის მეშვეობით. “MasterCard Watch2pay“ საათი აღჭურვილია პერსონალიზებული საბანკო ბარათით და მისი შეძენა კლიენტებს შეუძლიათ სს “ხალიკ ბანკი საქართველოს“ ფილიალებში.

“ხალიკ ბანკის“ გენერალური დირექტორის ნიკოლოზ გეგუჩაძის თქმით, ბანკში უნაღდო ანგარიშწორების სტიმულირების აქცია ისევ გრძელდება.

„ხალიკ ბანკში მიმდინარეობს 6 თვიანი აქცია, რომლის ფარგლებშიც, ბანკის ერთგული მომხმარებლები, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენებენ ბარათს უნაღდო ანგარიშწორებისთვისა და ონლაინ გადახდებისთვის, ასევე ინტერნეტ ბანკით განახორციელებენ ოპერაციებს, დაჯილდოვდებიან პრიზებით. დღევანდელ გამარჯვებულებს კი გადაეცათ: 1 თვის ხელფასი და „ხალიკ ბანკის“ ექსკლუზიური პროდუქტი MasterCard-ის საგადახდო საათი watch2pay“ - განაცხადა ნიკოლოზ გეგუჩაძემ.

“ხალიკ ბანკი საქართველოს“ სტაბილურობის საფუძველს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იგი «Halyk»-ის ძლიერ და სტაბილურად განვითრებად ფინანსურ ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც საქმიანობს ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიგეთში, რუსეთსა და საქართველოში.

“ხალიკ ბანკი საქართველო“ მომხმარებელს მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს: საცალო/ბიზნეს დაკრედიტება, საბანკო საგადახდო ბარათები, ექვაირინგი, საანგარიშსწორებო-საკასო მომსახურება, ფულადი გადარიცხვები, დისტანციური მომსახურება და ა.შ.

სს “ხალიკ ბანკი საქართველო“ (www.halykbank.ge) ქართულ საბანკო ბაზარზე 2008 წლიდან ფუნქციონირებს და 100%-იანი წილით ყაზახეთის “ხალიკ ბანკის” (www.halykbank.kz) შვილობილი ბანკია. ყაზახეთში “ხალიკ ბანკი” საფინანსო ბაზრის ერთ-ერთ უმსხვილეს ინსტიტუტს წარმოადგენს და არსებობის 95 წელს ითვლის. 2006 წლიდან, ყაზახეთის “ხალიკ ბანკის” აქციები წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

(R)