საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ადასტურებენ, რომ „თიბისი ბანკის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამავე ბანკიდან გამოთხოვილი და ამოღებული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია. თუმცა, საგამოძიებო ორგანოში არ აკონკრეტებენ დეტალებს საქმის გარშემო.
„გიდასტურებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს, „თიბისი ბანკის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამავე ბანკიდან გამოთხოვილი და ამოღებული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტების შესწავლა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები. საქმეზე დამატებით ინფორმაციას, მათ შორის დეტალებს გამოძიების შესახებ უახლოეს მომავალში გავავრცელებთ“-აცხადებენ პროკურატურაში.
ამ ეტაპზე განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ არც კომერციულ ბანკს გაუკეთებია.