ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, 5 იანვარს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ქუთაისის აეროპორტი’’, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ზ.მ.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად 12 926 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა 107,06 გრამი) აღმოაჩინეს.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ფულადი ჯარიმა 12,926 ლარის ოდენობით შეეფარდა.