პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პარტია „ევროპულ საქართველოს“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონ-მილიონი ლარი დაერიცხათ.
ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.
„საარჩევნო სუბიექტებს უკვე დაერიცხათ საარჩევნო კამპანიის ხარჯების თანხა, რომელიც გადაეცემა იმ კანდიდატს, ვინც ხმების არანაკლებ 10%-ისა მიიღო. შესაბამისად, თანხები გადაეცათ სალომე ზურაბიშვილს, „ევროპულ საქართველოს“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, - განმარტა ანა მიქელაძემ.