ევროზონის 19 ქვეყანაში უმუშევრობა გასული წლის ნოემბრის მონაცემებით 7,9%-მდე შემცირდა და 2008 წლის ოქტომბრის მაჩვენებელს გაუტოლდა.
ამის შესახებ ევროკავშირის სტატისტიკის სამსახური - Eurostat იუწყება. Reuters-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები ნოემბერში ოქტომბერში დაფიქსირებული უმუშევრობის დონის შენარჩუნებას პროგნოზირებდნენ, რომელიც 8,1% იყო, თუმცა ევროზონაში უმუშევართა რაოდენობა ნოემბერში 90 ათასით შემცირდა და 13,04 მილიონი ადამიანი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის 28 ქვეყანაში ნოემბერში უმუშევრობა ოქტომბრის დონეზე -6,7%-ზე დარჩა, რაც 2000 წლის მინიმუმია.
შედეგად, ევროკავშირში უმუშევართა რაოდენობა 107 ათასით შემცირდა და 16,491 მილიონი ადამიანი შეადგინა. უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს ჩეხეთს - 1,9%, გერმანიას - 3,3% და ნიდერლანდებს - 3,5%. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი საბერძნეთშია - 18,6%, მეორე ადგილზე ესპანეთია -14,7%-ით. საფრანგეთში უმუშევრობის დონემ ნოემბერში 8,9% შეადგინა და არ შეცვლილა ოქტომბერთან შედარებით, იტალიაში კი მცირედით 10,5%-დან 10,6%-მდე გაიზარდა.