პარლამენტარები, რომლებიც დეკლარაციას არასწორად ავსებენ

2018 წლის განმავლობაში ჯამში, 448 პირის ქონებრივი დეკლარაცია შემოწმდა, საიდანაც 379 დეკლარაცია უარყოფითად შეფასდა.

თუმცა, მათგან 31 დეკლარაციაში არაარსებითი დარღვევა გამოვლინდა და შესაბამის პირებს მხოლოდ გაფრთხილება მიეცათ. ხოლო 348 პირი სხვადასხვა დარღვევების გამო დაჯარიმდა. სტატისტიკურად კი, უარყოფითად შემოწმებული დეკლარაციების 78% შეფასდა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს შემოწმებული 448 დეკლარაციიდან 60 პარლამენტის წევრის დოკუმენტაცია იყო. მონიტორინგის შედეგად კი მხოლოდ 1 პარლამენტარის დეკლარაცია შეფასდა დადებითად, ხოლო 59 დეპუტატის დეკლარაციებში, როგორც ჩანს, დარღვევა გამოვლინდა და ისინი ბიურომ უარყოფითად შეაფასა.

ამასთან, როგორც საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს ანგარიშიდან ირკვევა, დაჯარიმებული დეპუტატებიდან 11 უმცირესობის, ხოლო 48 საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელია.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში სულ 150 წევრია ანუ გამოდის რომ გასულ წელს დეპუტატების დაახლოებით, 39.3%-ს ქონებრივ დეკლარაციაში გარკვეული დარღვევა აღმოუჩინეს და დააჯარიმეს.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები, რომელთა ქონებრივი დეკლარაციებიც უარყოფითად შეფასდა, შემდეგია:

რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას, მათ შორის არიან: სესიაშვილი ირაკლი, მამუკა მდინარაძე, კახა ოქრიაშვილი; კობა ნარჩემაშვილი; ლევან კობიაშვილი; სოფიო კილაძე; თამარ ჩუგოშვილი; ალექსანდრე ქანთარია; ზაქარია ქუცნაშვილი; ანრი ოხანაშვილი. სრული სია კი ასე გამოყურება:

ინფოგრაფიკა: ლიკა ამირაშვილი

თაია არდოტელი