„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე გახდება

„საქართველოს ბანკის“ ახალი გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე გახდება.

როგორც კომპანიის ინფორმაციაშია აღნიშნული, ის 28 იანვარს შეუდგება მოვალეობის შესრულებას და ამასთან, ბანკის საბჭოს წევრიც გახდება. აღსანიშნავია, რომ სწორედ 28 იანვრიდან შეუწყდება უფლებამოსილება ბანკის მოქმედ გენერალურ დირექტორს კახა კიკნაველიძეს.

ცნობისთვის, არჩილ გაჩეჩილაძე ამ დრომდე Georgia Global Utilities-ის გენერალური დირექტორი იყო. რაც შეეხება მის სამუშაო გამოცდილებას, ის იყო ასევე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2015-2016 წლებში BGEO ჯგუფის ფინანსური დირექტორი.