ქართლის ქარის ელექტროსადგურმა 2018 წელს 84 202 860 კვტ.სთ გამოიმუშავა. ამის შესახებ ინფორმაციას ქართლის ქარის ელექტროსადგური ავრცელებს.
"ქართლის ქარის ელექტროსადგურის მიერ 2018 წელს წარმოებულმა და ქსელზე მიწოდებულმა ელექტრო ენერგიამ 84 202 860 კილოვატ საათი შეადგინა, რაც 102 860 კილოვატ საათით აღემატება 2018 წლის საპროგნოზო გამომუშავებას.
ქართლის ქარის ელექტროსადგური საქართველოში, ალტერნატიული ენერგიების მიმართულებით, პირველი პროექტია და მისი დადგმული სიმძლავრე 20,7 მეგავატია. სადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის 20 დეკემბერს ოფიციალურად შევიდა, ხოლო კვალიფიციურ საწარმოდ 2017 წლის 27 იანვარს დარეგისტრირდა",- ნათქვამია ქართლის ქარის ელექტროსადგურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.