ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, 10 იანვარს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ქუთაისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ც.ე.-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, 16 974 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები, ბრილიანტის თვლებით (საერთო წონა 54,77 გრამი) გამოავლინეს. აღნიშნული საქონელი, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სპეციალურად მოწყობილ სამალავში ჰქონდა განთავსებული.
საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.