„თიბისი ბანკის“ აქციების ღირებულება იზრდება

ლონდონის საფონდო ბირჟაზე „თიბისი ბანკის“ აქციების ფასმა ვარდნა შეწყვიტა. ამ დროისთვის, 10 იანვარს აქციების ღირებულება 3.12%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, ბირჟის გახსნისას დღეს, ბანკის ერთი აქციის ფასი 13,86 გირვანქა სტერლინგი იყო, ამ დროისთვის კი 14,52 გირვანქა სტერლინგია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ TBC-ის აქციის ფასი 5%-ზე მეტად დაეცა, 15 გირვანქა სტერლინგიდან 13.86-მდე შემცირდა.

სპეციალისტები არ გამორიცხავდნენ, რომ გუშინ, “თიბისის“ აქციების ფასის ვარდნა ბანკის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟთან ყოფილიყო დაკავშირებული. კერძოდ, საუბარია, პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის“ დოკუმენტაციის ამოღებისა და შესწავლის ფაქტზე.

შეგახსენებთ, რომ „თიბისი ბანკიდან“ დოკუმენტაციის ამოღებისა და შესწავლის შესახებ ინფორმაცია 8 იანვარს გავრცელდა. როგორც გუშინ გამართულ ბრიფინგზე პროკურატურაში განაცხადეს, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს.

თაია არდოტელი
მამუკა ხაზარაძის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს
„თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები ბიზნესში დაუცველობის განცდას აჩენს"
საერთაშორისო სავაჭრო პალატა მთავრობას „თიბისი ბანკსა“ და კერძო სექტორზე ზეწოლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს