ნოდარ ხადური და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი ორ შეთანხმებას გააფორმებენ

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალი ხვალ ორ შეთანხმებას გააფორმებენ.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, განვითარების პოლიტიკის მესამე ღონისძიების (DPO III) ფარგლებში მსოფლიო ბანკი დაახლოებით 92,7 მლნ აშშ დოლარს გამოყოფს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, შიდა სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მესამე პროექტის დაფინანსების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველო 75 მლნ აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიან ფინანსურ რესურსს მიიღებს.