Xiaomi-მ ახალი დაბალფასიანი სმარტფონი წარმოადგინა

ჩინური მობილური მოწყობილობების მწარმოებელმა კომპანია Xiaomi-მ ოფიციალურად წარმოადგინა ახალი დაბალფასიანი სმარტფონი Redmi Note 7 ორმაგი ძირითადი კამერით, რომელთა ჯამური გაფართოება 48 მეგაპიქსელია.

სიახლის განმასხვავებელ თავისებურებებს შორის, რომლითაც კომპანია ხსნის მის ახალ ბრენდს Redmi, არის სრულიად დაცული, დარტყმაგამძლე Gorilla Glass 5 კლასის ეკრანის კორპუსი, ასევე 6,3 დიუიმიანი თხევადკრისტალური დისპლეი, 13 მეგაპიქსელიანი წინა კამერა და პროცესორი Snapdragon 660.

სმარტფონის პრეზენტაცია ჩინეთში გაიმართა და მასზე შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია, გაყიდვები კი 15 იანვრიდან დაიწყება. მისი ფასი 999 იუანი ანუ 146 დოლარია. გარდა ამისა, კომპანია პირველად ჩინეთში აღნიშნულ მოდელზე 18 თვიან გარანტიას იძლევა.

კოკა კვირკველია