2 400 ლარი მხოლოდ კომუნიკაციებზე - რა დაგიჯდებათ ახალი სახლის აშენება თბილისში

დედაქალაქში სახლის აშენება მხოლოდ სამშენებლო მასალის შეძენით არ სრულდება. ახალ სახლში ცხოვრების დაწყება შესაბამისი კომუნიკაციების შეყვანის გარეშე შეუძლებელია. ეს კი არც ისე იაფი ჯდება.

„ბიზნესპრენიუსი“ დაინტერესდა, თუ რა ჯდება კერძო სახლის აშენება თბილისში და სახლშივე კომუნიკაციების შეყვანა.

პორტალი SS.ge-ს მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ დიდ დიღომში მიწის ფართი საშუალოდ 50-60 დოლარი ღირს. რაც შეეხება სანზონას, მიწის ფასი 150-180 დოლარში მერყეობს. ვარკეთილში კი მიწის ფასი საშუალოდ 55 დოლარი ღირს.

კერძო სახლის აშენებას მსურველებს საქართველოში რამდენიმე კომპანია სთაზობს, ფასები და პირობები კი განსხვავებულია.

„ბიზნესპრესნიუსის“ მოძიებული ინფორმაციით, კერძო სახლის აშენება (კვ. მეტრი თეთრი კარკასის მდგომარეობაში) სხვადასხვა კომპანიის ფასების მიხედვით, 500 ლარიდან 700 ლარამდე მერყეობს. ამ ფასში შედის სახლის დაპროექტება და მშენებლობა.

ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 100 კვ.მ-ის თეთრი კარკასის სახლის აშენება საშუალოდ 60 ათასი ლარი დაგიჯდებათ. (დაახლოებით 25 ათასი დოლარი) თუმცა ამ ფასში არ შედის რემონტი.

თუ 100 კვ.მეტრის სახლის ასაშენებლად, მოცემულობისთვის ავიღებთ 300 კვ.მ მიწის ფართობს, უბნების მიხედვით შემდეგ მონაცემებს მივიღებთ:

დიდ დიღომში ამ ფართობის მიწა 18 ათასი დოლარი დაგიჯდებათ, ამას დამატებული სახლის ფასი, რაც ჯამში 43 ათასი დოლარი დაგიჯდებათ.

რაც შეეხება სანზონას - მიწა 45 ათასი დაგიჯდებათ, სახლი 24 ათასი, შესაბამისად, ჯამურად მივიღებთ 69 ათას დოლარს ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევით დგინდება, რომ უხეში დაანგარიშებით კერძო სახლის აშენება თავისი მიწის შესყიდვით, ზოგიერთ უბანში უფრო ნაკლები დაგიჯდებათ, ვიდრე იმავე ფართის ბინის შეძენა.

გარდა ამისა, სახლის აშენების შემდეგ აუცილებელია წყლის, დენისა და ბუნებრივი აირის აბონენტად დარეგისტრირება, რაც ასევე გარკვეულ ფინანსებთან არის დაკავშირებული.

როგორც სემეკში აცხადებენ წყალკანილიზაციასთან მიერთება (წყალანირები) - 1500 ლარი ღირს, ხოლო დენისა და გაზის 400-400 ლარია. თუმცა ესაა მხოლოდ 10 კილოვატამდე. 10 კილოვატის შემდეგ ფასიც იზრდება.

საერთო ჯამში 2 300 ლარია საჭირო იმისათვის, რომ სახლში სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წყა­რო­ე­ბი შეიყ­ვა­ნოთ.

თუმცა როგორც სემეკში განაცხადეს, ესაა სტანდარტული ფასი და თუკი მილების დიამეტრი არ ემთხვევა ან კიდევ კვანძი შორსაა, შესაძლოა, თანხა მეტი გამოვიდეს.

დაახლოებით 50-დან 100 ლარი დაგიჯდებათ ინტერნეტისა და ტელევიზიის ინსტალაცია. ფასი იმაზეა დამოკიდებული, მხოლოდ ინტერნეტის აბონენტი გსურთ გახდეთ, თუ სახლში გინდათ ტელეფონის და ტელევიზიის ინსტალაციაც.

ლიკა ამირაშვილი