საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის ათასობით აქტივისტმა დემონსტრაციები კიდევ ერთხელ გამართა. აქციის მსვლელობისას შეტაკებები მოხდა პარიზში, რის გამოც ათობით ადამიანი დააკავეს.
სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს მას შემდეგ, რაც ტრიუმფალურ თაღთან დაპირისპირება დაიწყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, აქციებს ქვეყნის მასშტაბით გუშინ დაახლოებით 84 000 ადამიანი დაესწრო.
ყვითელი ჟილეტების მოძრაობის წევრები ყოველ უქმეებზე მასშტაბურ აქციებს უკვე ორი თვეა მართავენ. აქციების დაწყების მიზეზი საწვავის ფასის ზრდა გახდა.