იაპონიის ფინანსთა სამინისტროს ეროვნული საგადასახადო სააგენტოს განცხადებით, ორშაბათიდან ტურისტებისთვის ძალაში ახალი მოსაკრებელი - „საერთაშორისო ტურისტების გადასხდელი“ შედის, რომელის გადახდაც საერთაშორისო მოგზაურებს იაპონიის დატოვებისას მოუწევთ. ის ცნობილია როგორც - "sayonara tax."
მოსაკრებლის ოდენობა 1000 იენი იქნება, რაც დღევანდელი კურსით 13 ამერიკული დოლარის ტოლფასია.
მოსაკრებლის ამოღება მოხდება საავიაციო და სამოგზაურო კომპანიების მხრიდან, ქვეყნიდან ტურისტების გამგზავრებისას.
გადასახადი არ შეეხება იმ უცხოელებს, რომლებიც დეპორტაციას ექვემდებარებიან ან ქვეყანაში მხოლოდ 24 სათით იმყოფებიან. ასევე, 2 წლამდე ბავშვებს და კრუიზში მონაწილე უცხოელებს, რომლთაც მაგალითად, უამინდობის გამო უწევთ თავის შეფარება. მოსაკრებელი შეეხება დიპლომატებსაც და სხვა უცხო ქვეყნის მაღალჩინოსნებს.
როგორც სააგენტოს ვებგევრდზე ვკითხულობთ, გადასახადი მნიშვნელოვნად წაადგება იაპონიის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას და ამით ის ყველაზე მიმზიდველი ტურისტრული ქვეყანა გახდება.
აღსანიშნავია, რომ იაპონია 2020 წელს ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება, საიდანაც ქვეყნის ბიუჯეტში რამდენიმე მილიარდი დოლარის შემოსავალს ელოდებიან.