ყატარი ამერიკის შეერთებულ შტატებში 45 მილიარდი დოლარის ინვესტირებას აპირებს

ყატარის სუვერენული ფონდი (Qatar Investment Authority, QIA) აპირებს მომდევნო ორი წლის განმავლობაში 30 მილიარდიდან 45 მილიარდამდე გაზარდოს ინვესტიციები ამერიკაში.

ამის გაკეთებას ფონდი ევროპული აქტივების პაკეტის რებალანსირების შემდეგ გეგმავს. ინფორმაცია ამის შესახებ ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, მანსურ იბრაჰიმ ალ-მაჰმუდის განცხადებაზე დაყრდნობით ვრცელდება. ალ-მაჰმუდის განცხადებით, QIA-ს ამ მომენტისთვის ამერიკაში ინვესტირებული აქვს დაახლოებით 30 მილიარდი. როგორც სააგენტო აღნიშნავს, ალ-მაჰმუდამდე ამ პოსტს იკავებდა შეიხი აბდულა ბენ მუჰამედ ბენ საუდ ალ-ტანი, რომელიც 2015 წელს თავის მხრივ აცხადებდა, რომ ფონდი მომდევნო ხუთ წელიწადში მოახდენდა 45 მილიარდი დოლარის ინვესტირებას აშშ-ში.

კოკა კვირკველია