2018 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 484.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 17.0 პროცენტით მეტია.
ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, გასულ წელს ექსპორტი 3 362.1 მლნ. აშშ დოლარი იყო (22.9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტმა 9 122.3 მლნ. აშშ დოლარი (14.9 პროცენტით მეტი) შეადგინა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წელს 5 760.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.1 პროცენტი შეადგინა.