აუქციონზე 20 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ეროვნული ბანკის 182-დღიან N29, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფასიანი ქაღალდები შეიძინა ორმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4.25 პროცენტით, მაქსიმალური 4.29 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 4.27 პროცენტით განისაზღვრა.