„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მარკეტინგის დირექტორის თანამდებობაზე გიორგი ბარკალაია დაინიშნა.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ბარკალაია სხვადასხვა დროს მუშაობდა ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა ტელეკომპანია „იმედი“, „ვითიბი ბანკი“, „საქართველოს ეროვნული ლატარია“, „საქართველოს ბანკი“, „არტი ჯგუფი“, „ვისოლ პეტროლიუმი“ და სხვა.
„ის არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტის ავტორია და მისი საქმიანობა ყველა ამ კომპანიაში სხვადასხვა წარმატებულ პერიოდს უკავშირდება. გიორგი ბარკალაია კავკასიის უნივერსიტეტის სრული პროფესორია და მან განათლება საქართველოსა და აშშ-ის უნივერსიტეტებში მიიღო“, - ნათქვამია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ინფორმაციაში.