15 იანვარს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კანადურ კომპანიის KAMKON INVESMENTS წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგება.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება საინვესტიციო პროექტი „საქართველოს ინდუსტრიული ქალაქი”(GIC), რის შემდეგაც ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. შეხვედრის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქციის „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკა“ თავმჯდომარის მოადგილე პაატა მხეიძე.
ფრაქციის "ქართული ოცნება -ძლიერი ეკონომიკა" ინფორმაციით, წინასწარი ინფორმაციით, პროექტი 400 ჰექტარ მიწის ფართობზე ქალაქ რუსთავის სამრეწველო ზონაში განხორციელდება, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებულია ინდუსტრიული ჰაბის, ლოჯისტიკური ცენტრისა და კომუნიკაციათა კომპლექსის მშენებლობა. უშუალოდ საწარმოო დანიშნულებისათვის ათვისებული იქნება აღნიშნული მიწის ფართობის 75%.