East Fruit -ის მონიტორინგის შედეგებით, ხახვი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში გაძვირდა.
პროდუქტის ყველაზე დაბალი ფასი ტაჯიკეთში დაფიქსირდა, სადაც ფერმერებს 1 კგ ხახვში საშუალოდ, 10 ცენტს სთავაზობენ, რაც წინა წლის ბოლო პერიოდის ფასს, მხოლოდ 6%-ით აღემატება.
რუსეთში ხახვის ფასის შედარებით უმნიშვნელო 4%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აქ პროდუქტის ღირებულება 22 ცენტია.
უკრაინაში ხახვის ღირებულებამ 42 ცენტს მიაღწია, რაც 7%-იან ზრდას უტოლდება. ექსპერტების შეფასებით, პროდუქტზე ფასის მატება ძრითადად მიწოდების პრობლემას უკავშირდება, რაც დიდთოვლობამ გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და მოლდოვაში ხახვის ფასი თითქმის უკრაინისას გაუტოლდა. მოლდოვაში პროდუქტი 41 ცენტი ღირს, რაც ფასის 17%-იან ზრდას ნიშნავს, ხოლო საქართველოში ხახვის ფასმა 42 ცენტს მიაღწია. შედეგად, ქართველმა ფერმერმა ადგილობრივი ხახვის გაყიდვა პრაქტიკულად შეწყვიტეს. ბაზარი თითქმის მთლიანად იმპორტირებულმა პროდუქტმა ჩაანაცვლა.