ევროკავშირის ელჩი ევროკავშირის მიერ 2018 წელს საქართველოსთვის გადმორიცხული 110 მილიონი ლარის შესახებ ისაუბრებს

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, 17 იანვარს მედიასთან შეხვედრას გამართავს და საქართველოში განხორციელებული რეფორმების მხარდაჭერისთვის ევროკავშირის მიერ 2018 წელს გადმორიცხული 110 მილიონი ლარის შესახებ ისაუბრებს.

როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან იუწყებიან, ევროკავშირის ელჩი მთავარ საკითხებს შეაჯამებს.

„2018 წლის დეკემბერში, ევროკავშირმა 110 მილიონი ლარი ( 36.8 მლნ ევრო) გადმორიცხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, რითაც დაადასტურა წინსვლა მთავრობის მიერ რეფორმების განხორციელებაში შემდეგ სფეროებში: სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება, მართლმსაჯულება, საჯარო სამსახურის რეფორმა, საკანონმდებლო ჰარმონიზაცია და ბიზნესის მხარდაჭერა, განათლება და შრომითი ბაზარი. კარლ ჰარცელი ისაუბრებს ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის თანამშრომლობის შედეგებსა და მიღწევეზე და შეაჯამებს 2018 წლის მთავარ საკითხებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.