ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მეორე ფაზას გააფართოებს

უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მეორე ფაზას გააფართოებს.

ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. Unian-ის ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლობის კომიტეტი (COREPER) დღევანდელ სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას, კონკრეტულად რომელი პირები მოხვდებიან გაფართოებული სანქციების სიაში. კომიტეტი სხდომას დღის მეორე ნახევარში გამართავს.

უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების სიაში 65-ზე მეტი უკრაინელი და რუსი მაღალჩინოსანი, ასევე რამდენიმე კომპანია მოხვდა.