2019 წლის 16 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.
სებ-ის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6632 შეადგინა.
ეს ეროვნული ბანკის მიერ წელს განხორციელებული უკვე მესამე სავალუტო აუქციონია. ამ პერიოდის განმავლობაში სებ-მა ბაზრიდან უკვე 40 მლნ დოლარი ამოიღო.