დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა  - არიან გარდაცვლილები და დაშავებულები

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ამ ეტაპზე დადასტურებულად შეიძლება იმის თქმა, რომ შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია სამი ადამიანი. მისივე ცნობით, გარდაცვლილებს შორის არ არიან არასრულწლოვნები.

„ჩვენთვის როგორც ცნობილია, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა აფეთქება. ამ ეტაპზე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარდაცვლილია სამი და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. დაშავებულები სხვადასხვა საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. კორპუსი მთლიანად ევაკუირებულია. მუშაობს სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. პირველადი ინფორმაციის მიხედვით, მეოთხე სართულზე მოხდა აფეთქება", - განაცხადა კუპატაძემ.

აფეთქების შედეგად ასევე არიან დაშავებულები. შემთხვევის შედეგად, დაშავებული სამი ბავშვი იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული, თუმცა, კლინიკის პრესსამსახურისთვის ჯერჯერობით უცნობია, რამდენად მძიმე დაზიანება აქვთ არასრულწოვნებს მიღებული.

საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილია 4 და დაშავებულია 8 ადამიანი
დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით „ცხელი ხაზი“ მოქმედებს
„ყაზტრანსგაზ თბილისი“ არც ადასტურებს და არც უარყოფს ინფორმაციას, რომ დღის განმავლობაში მათმა თანამშრომლებმა საცხოვრებელი კორპუსი შეამოწმეს და დაზიანება ვერ აღმოაჩინეს